Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

გლობალური ჯანმრთელობის ევრაზიის ალიანსის ორგანიზებული საერთაშორისო კონფერენცია

თსუ მედიცინის ფაკულტეტის პროფესორმა ნინო ჩიხლაძემ  მონაწილეობა მიიღო ევროკავშირის ერასმუს + პროექტის (გლობალურ ჯანმრთელობაში აკადემიური

შესაძლებლობების გაძლიერება აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში -

BACE)  ფარგლებში გლობალური ჯანმრთელობის ევრაზიის ალიანსის მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო კონფერენციაში და სამუშაო შეხვედრაში, რომელიც ჩატარდა  2024 წლის 16-17 აპრილს ალმაათაში (ყაზახეთში).

 

საერთაშორისო კონფერენციასა და სამუშაო

შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს პროექტის მიზანი 3-ის (გლობალური ჯანმრთელობის აღმოსავლეთ ევროპის / ცენტრალური აზიის რეგიონალური ალიანსის შექმნა ) განხორციელებაში მონაწილე პერსონალმა ყაზახეთიდან, უკრაინიდან, საქართველოდან, გერმანიიდან და  ნორვეგიიდან. 

გლობალური ჯანმრთელობის ევრაზიის ალიანსი ჩამოყალიბდა BACE პროექტის ფარგლებში და ალიანსმა უკვე  განახორციელა მნიშვნელოვანი აქტივობები გლობალური ჯანმრთელობის  პრიორიტეტულ საკითხებზე რეგიონალური თანამშრომლობის გაძლიერების, ცოდნის გაცვლის, ტრენინგებისა და საზაფხულო სკოლის ორგანიზების მიმართულებით. თსუ მედიცინის ფაკულტეტიდან აღნიშნული სამუშაო ჯგუფის შემადგენლობაში ჩართულები არიან: პროფესორი პაატა იმნაძე და პროფესორი ნინო ჩიხლაძე. 

 

ღონისძიების შესახებ ინფორმაცია და ფოტო მასალა განთავსებულია მასპინძელი უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე. https://farabi.university/news/87570?lang=en